“SEAF Management, LLC“ წარმოადგენს გლობალურ საინვესტიციო ფონდს, რომლის დანიშნულებაა დააფინანსოს მცირე და საშუალო საწარმოები. SEAF-ი, რომელიც დაფუძნებულია ვაშინგტონში, აბანდებს ინვესტიციებს 30-ზე მეტ ქვეყანაში.
2007 წლის იანვარში კომპანია დაარსდა საქართველოში, რათა განეხორციელებინა საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის მართვა. საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდი წარმოადგენს 30 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სარისკო კაპიტალის მქონე საინვესტიციო ფონდს, რომელიც ფოკუსირებულია მზარდი მცირე და საშუალო საწარმოების გრძელვადიან დაფინანსებაზე. ფონდი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ კომპანიებს, რომლებიც ოპერირებენ თბილისის ფარგლებს გარეთ, საქართველოს რეგიონებში. ძირითადი აქცენტი კეთდება ტურიზმსა და აგრობიზნესზე, რამდენადაც ისინი წარმოადგენენ საქართველოს ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტულ დარგებს.
2009 წლის 30 სექტემბრისათვის საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდმა მოახდინა 21 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება 10 ქართულ კომპანიაში:
კომპანია
საქმიანობა
მდებარეობა
დოკი
სამშენებლო მასალებით საცალო და საბითუმო ვაჭრობა
თბილისი
ბაზი
კონცენტრატებისა და საკონსერვო წარმოება
საგურამო
რჩეული
სასტუმროების ქსელი
თელავი, სიღნაღი,
ბათუმი, ქუთაისი
პიუნიკი
მეფრინველეობა და საინკუბაციო კვერცხის წარმოება
კასპი
თეთნულდი
სასტუმრო
მესტია
ეკოპექსი
თხილის წარმოება და ექსპორტი
მცხეთა
პრაიმ ბეტონი
ბეტონის წარმოება
ფოთი
მადაი
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თევზის რეწვა და გადამუშავება
ფოთი
დოგანი
კომბინირებული საკვების წარმოება
მარნეული
დელტა კომი
ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ინტერნეტის ინფრასტრუქტურის განვითარება
საქართველოს მთელი ტერიტორია
SEAF-ს სჯერა, რომ ფონდის თითოეულმა ინვესტიციამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კომპანიების დინამიურ განვითარებას და საინვესტიციო საქმიანობის წარმატებით განხორციელებამ დადებითი გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზე.
მაგალითად, კომპანია ”მადაი”-ში დაბანდებული ინვესტიცია გამოყენებულ იქნა თევზდამჭერი და სატრანსპორტო გემების შესყიდვისათვის, რომლებიც საქართველოში, კერძოდ კი ფოთის პორტში შემოვიდნენ 2009 წლის მაისში. ”მადაი” იქნება პირველი ქართული კომპანია, რომელიც თევზის რეწვის ლიცენზიას თავადვე გამოიყენებს და არ გადასცემს მას თურქულ გემებს. ეს საშუალებას მისცემს კომპანიას საგრძნობლად გაზარდოს თავისი შემოსავლისა და მოგების ოდენობა და ამავდროულად შექმნას ახალი სამუშაო ადგილები საქართველოს მოსახლეობისათვის თევზის რეწვის სფეროში. ინვესტიციის ნაწილი მოხმარდება კომპანიის ტექნიკურ და ტექნოლოგიურ განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს მის კონკურენტუნარიანობას.
მეორე მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ კომპანია ”პიუნიკ”-ში ინვესტიციის ჩადება. ამის შედეგად კომპანია, რომელიც იყო მცირე იმპორტიორი, გარდაიქმნა მსხვილ საწარმოდ, რომლის საქმიანობის სფერო მოიცავს საინკუბაციო კვერცხის წარმოებას, ინკუბატორის მუშაობას და ფრინველის საკვების წარმოებას. ამ ეტაპზე კომპანია მცირე ოდენობით ახდენს იმპორტს სომხეთიდან და უახლოეს მომავალში მზად იქნება საქართველოს მზარდი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
სხვა კომპანიები, რომლებშიც ფონდმა დააბანდა ინვესტიციები, ასევე ანხორციელებენ სტრატეგიულ მიზნებს იმ ძირითადი პრიორიტეტების შესაბამისად, რაც ამ ინვესრიციებისთვის იყო დასახული. ამისათვის აგრეთვე გამოიყენება 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის უსასყიდლო მხარდამჭერი ფონდი.
დამატებითი ინფორმაციისათვის ფონდის პორტფელის შესახებ გთხოვთ იხილოთ ”ფონდის საინვესტიციო პორტფოლიო”-ს გვერდი.
საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდი შექმნილი და კაპიტალიზირებულია ფონდის ”ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს” მიერ. ფონდი ”ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს” შეიქმნა საქართველოს მთავრობის მიერ, ”ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” დაფინანსებით. ”ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია” წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დაფუძნებულ კორპორაციას. იგი გამოყოფს ფონდებსა და რესურსებს, რომელთა გამოყენება მიზნად ისახავს ეკონომიკური განვითარების გზით სიღარიბის დაძლევას. დამატებითი ინფორმაციისათვის ფონდის ”ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს” შესახებ ეწვიეთ www.mcg.ge. დამატებითი ინფორმაციისათვის ”ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” შესახებ ეწვიეთ www.mcc.gov.