საქართველოსრეგიონულიგანვითარებისფონდი (GRDF) არის $30 მილიონი აშშ დოლარის სარისკო კაპიტალის მქონე საინვესტიციო ფონდი (შემდგომში "ფონდი"), რომელიც დააბანდებს გრძელვადიან ინვესტიციებს ძირითადად თბილისის ფარგლებს გარეთ მოქმედ, სწრაფად მზარდ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში. ფონდი წარმოადგენს ინოვაციურ საინვესტიციო მექანიზმს, რომელიც დაფუძნებულია ფონდის ”ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" ("ემ-სი-ჯი") მიერ საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებში ინვესტიცების განხორციელების მიზნით. ამით ბიძგი მიეცემა რეგიონულ განვითარებას და ამავე დროს ინვესტიციებიდან მიღებული ფინანსური სარგებელი მოხმარდება საქართველოს სამომავლო მიზნებს. ამასთანავე, GRDF–ის წარმატება მცირე და საშუალო საწამოთა სექტორს მიმზიდველს გახდის ინვესტორებისათვის, რაც ქვეყანაში ინვესტიციების დამატებით შემოდინებას შეუწყობს ხელს. 2009 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდმა განახორციელა 21 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ათ ქართულ კომპანიაში. GRDF–ის მიერ განხორციელებული ინვესტიციების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ GRDF–ის საინვესტიციო პორტფოლიოს გვერდს.
მიზნობრივისაინვესტიციოსაწარმოები. ფონდი მზად არის დააბანდოს ინვესტიციები ყველა დარგის საწარმოებში, თუმცა განსაკუთრებულად დაინტერესუბულია საქართველოს ეკონომიკის ყველაზე დიდი და სწრაფად განვითარებადი - აგრობიზნესისა და ტურიზმის სექტორებით. საინვესტიციო წინადადებების განხილვისას GRDF–ის არჩევანი განპირობებული იქნება ხელმძღვანელობის და/ან მესაკუთრეების ძლიერი მხარეების და გამოცდილების გათვალისწინებით, მათი კონკურენტული უპირატოსობებით, ბაზარზე დაკავებული ადგილით და დინამიური ზრდის პერსპექტივებით, აგრეთვე სხვა ფაქტორებით, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ მძლავრი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. როგორც წესი, ინვესტირება განხორციელდება იმ საწარმოებში, სადაც დასაქმებულია 250-ამდე თანამშრომელი და წლიური შემოსავალი არ აღემატება $5.5 მილიონს. თითოეული ინვესტიციის იდენობა განისაზღვრება $500 ათასიდან $3 მილიონამდე. GRDF–ის მიერ ინვესტირებული სახსრები შეიძლება მოხმარდეს საწარმოთა ზრდის ხელშემწყობ საქმიანობას. ეს შეიძლება იყოს ახალი ტექნოლოგიების შეძენა, საწარმოო და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა და/ან განვითარება.
სარისკოკაპიტალიდაპარტნიორობა. GRDF-ი ახორციელებს ინვესტირებას და თანამშრომლობს კომპანიებთან სარისკო კაპიტალის შეთავაზების გზით. სარისკო კაპიტალის მოპოვების შესაძლებლობა დღემდე პრაქტიკულად არ არსებობდა საქართველოში. ეს დაფინანსების ისეთი ფორმაა, რომელიც ითვალისწინებს მცირე და მზარდი ბიზნესების სპეციფიკას. სარისკო კაპიტალის ინვესტირების ძირითადი მახასიათებელია რისკისა და სარგებელის განაწილება ფონდსა და ინვესტიციის მიმღებს შორის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაღალი რისკის გაწევისა და საწარმოს პარტნიორად გახდომის სანაცვლოდ GRDF–ი მონაწილეობას მიიღებს ინვესტიციის მიმღების მოგების განაწილებაშიც. ხშირად სარისკო კაპიტალის ინვესტიცია გულისხმობს პრივილეგირებული და ჩვეულებრივი აქციების შეძენას, თუმცა იგი ასევე შეიძლება მოიცავდეს სესხის ინსტრუმენტებს თანამონაწილეობის მახასიათებლებით.
ასეთი სესხის ასაღებად შეიძლება საჭირო იყოს უფრო ნაკლები უზრუნველყოფა (გირაო) და/ან სესხი იყოს უფრო გრძელვადიანი კომერციული ბანკების მიერ შემოთავაზებულ სესხებტან შედარებით, გადახდები კი უშუალოდ შეიძლება იყოს დაკავშირებული დაგეგმილი ფულადი სახსრების მოძრაობასთან. ასეთი სესხის დაფარვის ინდივიდუალური გრაფიკი შედგენილი იქნება სესხისა და კაპიტალში ინვესტირების კომბინირებით, ზრდადი საპროცენტო განაკვეთებით ან/და ე.წ. როიალტით (შემოსავლისა ან მოგების პროცენტთან მიბმული გადახდები). ვინაიდან ფონდის წარმატება მეტწილად ინვესტიციის მიმღების წარმატებაზეა დამოკიდებული, ამბიციური, კვალიფიციური და მჭიდრო თანამშრომლობაზე ორიენტირებული მენეჯმენტის მოძიება ნებისმიერი საინვესტიცო პროექტის განხორციელების წინაპირობაა. შესაბამისად, პარტნიორობის მნიშვნელოვანი ელემენტია ფონდის მხრიდან ინვესტიციის მიმღების ოპერაციული და სტრატეგიული ხელშეწყობა. ამ მიზნების მისაღწევად განკუთვნილია ფონდის ”ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" $ 2 მილიონიანი ტექნიკური დახმარების ფონდი
ფონდისმმართველი. GRDF-ს მართავს საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია SEAF-ი, რომელიც ახორციელებს სარისკო კაპიტალის ინვესტირებასა და ბიზნესებისათვის საოპერაციო ხელშეწყობას განვითარებად ბაზრებზე. SEAF-ის სათაო ოფისი მდებარეობს ვაშინგტონში, ხოლო ევროპული ოფისი მოქმედებს ამსტერდამში. SEAF-ის გამოცდილება, რომელიც გამოიხატება 30 მსგავსი საინვესტიციო ფონდის მართვაში განვითარებადი ეკონომიკის მქონე 25-ზე მეტ ქვეყანაში, გვიჩვენებს, რომ სარისკო კაპიტალის ინვესტირება მცირე და საშუალო საწარმოებში წარმოადგენს მომგებიან საბაზრო მექანიზმს, რომელსაც თანსდევს მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა განვითარებაზე. SEAF-ის ინვესტორებს შორის არიან როგორც საჯარო, ასევე კერძო ორგანიზაციები, როგორებიც არიან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, ადგილობრივი საპენსიო ფონდები, სადაზღვევო კომპანიები, ბანკები და კერძო პირები. თავის საინვესტიციო გამოცდილებას, მართვის ცოდნასა და საერთაშორისო ქსელს SEAF მოახმარს მომგებიანი ბიზნესების განვითარებას, შემოსავლების ზრდასა და GRDF–ის წარმატებულ საქმიანობას.
ფონდისკაპიტალიზაცია. GRDF-ი დაფუძნებული და დაფინანსებულია ფონდის ”ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" ("ემ-სი-ჯი") (www.mcg.ge) მიერ. "ემ-სი-ჯი"–ს პრიორიტეტების გამოსავლენად ჩატარდა ფართო საჯარო კონსულტაციები, რის შედეგადაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების ერთერთ მნიშვნელოვან შემაფერხებელ ფაქტორად გამოიკვეთა რეგიონული ინფრასტრუქტურის და მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საინვესტიციო საშუალებების ნაკლებობა. "ემ-სი-ჯი" დააფუძნა საქართველოს მთავრობამ საქართველოში ათასწლეულის პროგრამის განსახორციელებლად. პროგრამა ფინანსდება "ათასწლეულის გამოწვევის ანგარიში"-დან (MCA), რომელიც წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ შექმნილ დაფინანსების ინოვაციურ მექანიზმს. ამ პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა იმ ქვეყნებს, რომლებიც ებრძვიან კორუფციას, მხარს უჭერენ კანონის უზანაესობას, აფინანსებენ ჯანდაცვისა და განათლების სფეროებს და ნერგავენ თავისუფალ საბაზრო ურთიერთობებს. MCG–ს მართავს "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია" (MCС) (www.mcc.gov).