GRDF - ის შესახებ
GRDF საინვესტიციო პორტფელი
ტექნიკური დახმარების პროექტები
დაფინანსების მიღება
კითხვა - პასუხი
დაგვიკავშირდით
SEAF მსოფლიო


SEAF Management, LLC
“ წარმოადგენს გლობალურ საინვესტიციო ფონდს, რომლის დანიშნულებაა დააფინანსოს მცირე და საშუალო საწარმოები.
SEAF-ი, რომელიც დაფუძნებულია ვაშინგტონში, აბანდებს ინვესტიციებს 30-ზე მეტ ქვეყანაში.
2007 წლის იანვარში კომპანია დაარსდა საქართველოში, რათა განეხორციელებინა საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის მართვა. საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდი წარმოადგენს 30 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სარისკო კაპიტალის მქონე საინვესტიციო ფონდს, რომელიც ფოკუსირებულია მზარდი მცირე და საშუალო საწარმოების გრძელვადიან დაფინანსებაზე. ფონდი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ კომპანიებს, რომლებიც ოპერირებენ თბილისის ფარგლებს გარეთ, საქართველოს რეგიონებში. ძირითადი აქცენტი კეთდება ტურიზმსა და აგრობიზნესზე, რამდენადაც ისინი წარმოადგენენ საქართველოს ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტულ დარგებს.
დღეისთვის GRDF-ის საინვესტიციო პორტფელი შეადგენს 34,580,003 აშშ დოლარს და მოიცავს 17 დაფინანსებულ და 2 დამტკიცებულს პროექტს. დამტკიცებული პროექტები ამჟამად გადიან წინასაინვესტიციო შემოწმებას ფონდის მხრიდან. გასათვალისწინებელია, რომ დამტკიცებულ პროექტებში ინვესტიციების დაბანდება მოხდება მის შემდეგ, რაც შემოწმების შედეგად გარიკვევა, რომ ფონდის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია და ინვესტიციის ყველა წინაპირობა შესრულებულია. დამტკიცებული პროექტების სტატუსის ცვლილება გთხოვთ შეამოწმოთ საიტზე.


კომპანია
საინვესტიციო პროექტის აღწერა
მდებარეობა
სტატუსი
ინვესტირებული თანხა (აშშ დოლარი)
დოკი - სამშენებლო მასალებით საბითუმო და საცალო ვაჭრობა
ინვესტიცია ხელს უწყობს თბილისში კომპანიის საქმიანობის გაფართოებას
თბილისი
მიმდინარე
1,700,000
ბაზი - კონცენტრატებისა და კონსერვის წარმოება
ინვესტიცია ხელს უწყობს კომპანიის საქმიანობის და პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების გაზრდილი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
საგურამო
მიმდინარე
2,000,000
რჩეული - სასტუმროების ქსელი
ინვესტიცია ხელს უწყობს კომპანიის ზრდას და მისი საქმიანობის გავრცელებას ტურისტული პოტენციალის მქონე რეგიონებში
თელავი, სიღნაღი, ბათუმი, ქუთაისი
მიმდინარე
1,800,000
დოკი - სამშენებლო მასალებით საბითუმო და საცალო ვაჭრობა
ინვესტიციის მეორე ეტაპი ფარავს კომპანიის დამატებითი საბრუნავი კაპიტალის საჭიროებას, რაც განაპირობებს კომპანიის მდგრად განვითარებას, მომხმარებელთა მოზიდვას და ბაზრის გაფართოებას 
თბილისი
მიმდინარე
1,300,000
პიუნიკი - მეფრინველეობის პროდუქციის წარმოება
ინვესტიცია ხელს უწყობს კომპანიის საქმიანობის გაფართოებას მეფრინველეობის პროდუქციის იმპორტიდან მის წარმოებამდე, მათ შორის არის საინკუბაციო და სამომხმარებლო კვერცხის წარმოება, წიწილის ინკუბაცია და შინაური ცხოველის საკვების წარმოება
კასპი
მიმდინარე
2,000,000
თეთნულდი, სასტუმრო მაღალმთიან რეგიონში
ინვესტიციამ ხელი შეუწყო საბჭოურ პერიოდში აშენებული სასტუმროს გარდაქმნას თანამედროვე მაღალმთიან რეგიონში განლაგებულ სასტუმროდ, რომლის დიზაინი და მომსახურების ხარისხი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს
მესტია
მიმდინარე
1,500,000
ეკოპექსი - თხილის წარმოება და ექსპორტი
ინვესტიცია ხელს უწყობს კომპანიის წარმოების და პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას საწარმოს განახლების, საბრუნავი კაპიტალის გაზრდის და თხილის პლანტაციების შესყიდვის გზით
მცხეთა
მიმდინარე
2,000,000
პრაიმ ბეტონი - ბეტონის წარმოება
ინვესტიცია ხელს უწყობს ბეტონის წარმოების განვითრებას და მიწოდებას დასავლეთ საქართველოში
ფოთი
მიმდინარე
2,000,000
მადაი - შავი ზღვის აკვატორიაში თევზის რეწვა და გადამუშავება
ინვესტიცია ხელს უწყობს კომპანიის თევზის რეწვის და წარმოების გაფართოებას თევზსაჭერი და სატრანსპორტო გემების შესყიდვის და საწარმოს აღჭურვილობის განახლების გზით 
ფოთი
მიმდინარე
3,000,000
დოგანი - კომბინირებული საკვების წარმოება
ინვესტიცია ხელს უწყობს კომპანიის წარმოების გაძლიერებას და საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებას მომხმარებელთა გაზრდილი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად
მარნეული
მიმდინარე
700,000
დელტა კომი - საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში პროდუქტის და მომსახურების მიწოდება საქართველოში.
ინვესტიცია ხელს უწყობს ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ინფრასტრუქტურის განვითარებას და, სამომავლოდ, დაკავშირებას თურქეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის ქსელებთან
საქართველოს მთელი ტერიტორია
მიმდინარე
3,000,000
ბაზი - კონცენტრატებისა და კონსერვის წარმოება
ინვესტიციის მეორე ეტაპი უზრუნველყოფს კომპანიის მდგრად ზრდას ფინანსური კრიზისის პირობებში და მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესებას კომპანიის საბრუნავი კაპიტალის დაფინანსების გზით
საგურამო
მიმდინარე
480,003
თეთნულდი, სასტუმრო მაღალმთიან რეგიონში
ინვესტიცია უზრუნველყოფს სასტუმროს განვითარებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასტუმროების ნაკლებობის პირობებში, რაც შესაძლებელს გახდის კონკურენტუნარიანი ფასების შემოთავაზებას მაღალი ხარისხის მომსახურებისათვის, ბიზნესის განვითარებას, სამუაო ადგილების შექმნას, ადგილობრივი სამშენებლო და მომსახურების სფეროში დასაქმებულთა ცოდნისა და უნარების ამაღლებას 
მესტია
მიმდინარე
400,000
იოლი სუპერმარკეტები – სუპერმარკეტების ქსელი
ინვესტიცია ხელს უწყობს კომპანიის ზრდას და ქსელის გაფართოებას საქართველოს რეგიონებში, სადაც ორგანიზებული სავაჭრო ქსელის ნაკებადაა განვითარებული
  თბილისი
/ რეგიონები
მიმდინარე
3,000,000
ტერემოკ ჯგუფი – სწრაფი კვების რესტორნები
ინვესტიცია ხელს უწყობს „ტერემოკ“–ის ბრენდის ქვეშ გაერთიანებული სწრაფი კვების რესტორნების ქსელის გაფართოებას საქართველოს რეგიონებში, რაც მომხმარებელს აძლევს საშუალებას მიიღოს მაღალი ხარისხის მომსახურება მიზანშეწონილ ფასად და აყალიბებს კომპანიის კავშირებს ადგიბრივ ფერმერებთან მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტის მიღების მიზნით
  თბილისი
/ რეგიონები
მიმდინარე
1,000,000
პრაიმ ბეტონი - ბეტონის წარმოება
ინვესტიციის მეორე ეტაპი ხელს უწყობს კომპანიის ვერტიკალურ ინტეგრაციას კარიერის პროექტში და კომპანიის საქმიანობის გაფართოებას
ფოთი
მიმდინარე
1,000,000
რიწეულა ჰესი - მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგური
საინვესტიციო პროექტი უზრუნველყოფს ჰიდროელექტროსადგურის აღჭურვილობის რეაბილიტაციის თანადაფინანსებას და სამომავლოდ სიმძლავრეების გაზრდას
ამბროლაური
დამტკიცებულია
3,000,000
ა-ნეტ - ინტერნეტის მომწოდებელი
საინვესტიციო პროექტი შემუშავებულია ბათუმში ოპტიკურ - ბოჭკოვანი მაღალი ხარისხის საკაბელო ინფრასტრუქტურის შექმნის, ინოვავიურ FTTH ტექნოლოგიებზე დამყარებული ინტერნეტის ქსელის აგების მიზნით, რაც ჯერ არ არის განხორციელებული ბათულში სხვა კომპანიების მიერ
ბათუმი / აჭარა
მიმდინარე
2,200,000
BIG - მიკრო-საკრედიტო ორგანიზაცია
საინვესტიციო პროექტი გამიზნულია BIG-ს მომხმარებელთა სამომავლო ფინანსური ოპერაციების საქართველოს რეგიონებში გაფართოებისათვისათვის
  თბილისი / რეგიონები
დამტკიცებულია
2,500,000
 
SEAF-ს სჯერა, რომ ფონდის თითოეულმა ინვესტიციამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კომპანიების დინამიურ განვითარებას და საინვესტიციო საქმიანობის წარმატებით განხორციელებამ დადებითი გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზე.

მაგალითად, კომპანია ”მადაი”-ში დაბანდებული ინვესტიცია გამოყენებულ იქნა თევზდამჭერი და სატრანსპორტო გემების შესყიდვისათვის, რომლებიც საქართველოში, კერძოდ კი ფოთის პორტში შემოვიდნენ 2009 წლის მაისში. ”მადაი” არის პირველი ქართული კომპანია, რომელიც თევზის რეწვის ლიცენზიას თავადვე იყენებს და არ გადასცემს მას თურქულ გემებს. ეს საშუალებას აძლევს კომპანიას საგრძნობლად გაზარდოს თავისი შემოსავლისა და მოგების ოდენობა და ამავდროულად შექმნას ახალი სამუშაო ადგილები საქართველოს მოსახლეობისათვის თევზის რეწვის სფეროში. ინვესტიციის ნაწილი მოხმარდება კომპანიის ტექნიკურ და ტექნოლოგიურ განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს მის კონკურენტუნარიანობას.

მეორე მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ კომპანია ”პიუნიკ”-ში ინვესტიციის ჩადება. ამის შედეგად კომპანია, რომელიც იყო მცირე იმპორტიორი, გარდაიქმნა მსხვილ საწარმოდ, რომლის საქმიანობის სფერო მოიცავს საინკუბაციო კვერცხის წარმოებას, ინკუბატორის მუშაობას და ფრინველის საკვების წარმოებას. ამ ეტაპზე კომპანია მცირე ოდენობით ახდენს იმპორტს სომხეთიდან და უახლოეს მომავალში მზად იქნება საქართველოს მზარდი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

სხვა კომპანიები, რომლებშიც ფონდმა დააბანდა ინვესტიციები, ასევე ანხორციელებენ სტრატეგიულ მიზნებს იმ ძირითადი პრიორიტეტების შესაბამისად, რაც ამ ინვესტიციებისთვის იყო დასახული. ამისათვის აგრეთვე გამოიყენება 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ტექნიკური დახმარების კომპონენტი.

დღეისათვის ტექნიკური დახმარების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსებულია კომპანიების შესაძლებლობების განვითარებისათვის მიმართული 26 ტექნიკური დახმარების პროექტი ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის, მარკეტინგის, ხარისხისა და წარმოების მართვის სფეროში. GRDF-ის საინვესტიციო პორტფელის კომპანიების უმრავლესობაში ინერგება მართვის საინფორმაციო სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს კომპანიების ბუღალტრული აღრიცხვის გადაყვანას საერთაშორისო სტანდრტებზე. აღნიშნული სისტემების დანერგვაც ხორციელდება ფონდის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში. დეტალური ინფორმაცია დასრულებული და მიმდინარე ტექნიკური დახმარების პროექტების შესახებ იხილეთ საიტის ტექნიკური დახმარების პროექტების გვერდზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის ფონდის პორტფელის შესახებ გთხოვთ იხილოთ ”ფონდის საინვესტიციო პორტფოლიო”-ს გვერდი.

საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდი შექმნილი და კაპიტალიზირებულია ფონდის ”ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს” მიერ. ფონდი ”ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს” შეიქმნა საქართველოს მთავრობის მიერ, ”ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” დაფინანსებით. ”ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია” წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დაფუძნებულ კორპორაციას. იგი გამოყოფს ფონდებსა და რესურსებს, რომელთა გამოყენება მიზნად ისახავს ეკონომიკური განვითარების გზით სიღარიბის დაძლევას. დამატებითი ინფორმაციისათვის ფონდის ”ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს” შესახებ ეწვიეთ www.mcg.ge. დამატებითი ინფორმაციისათვის ”ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” შესახებ ეწვიეთ www.mcc.gov.