საწყისი
GRDF - ის შესახებ
ტექნიკური დახმარების პროექტები
დაფინანსების მიღება
კითხვა - პასუხი
დაგვიკავშირდით
SEAF მსოფლიო
GRDF საინვესტიციო პორტფელი


დღეისათვის GRDF-ს ინვესტირებული აქვს 21 მილიონი აშშ დოლარი 10 კომპანიაში და 2010 წელს დამტკიცებულია 4 ახალი პროექტი. ქვემოთ მოცემულია ამ კომპანიების დახასიათება. GRDF გააგრძელებს თავის საინვესტიციო საქმიანობას 2011 წლის ოქტომბრამდე ან მანამ, სანამ ფონდის კაპიტალი მთლიანად არ იქნება ათვისებული.


მადაი
საქმიანობა: შავი ზღვის აკვატორიაში თევზის რეწვა და გადამუშავება.
ინვესტიციის გამოყენება: თევზმჭერი გემებისა და დანადგარების შესყიდვა, ქარხნის გადამამუშავებელი ტექნიკის გაუმჯობესება.
ინვესტიციებით მიღებული შესაძლებლობები: პირველი ქართული კომპანია, რომელიც თევზის რეწვის ლიცენზიას თავადვე გამოიყენებს და არ გადასცემს მას თურქულ გემებს.
ვებ გვერდი: www.madai.ge

პრაიმ ბეტონი
საქმიანობა: ვერტიკალურად ინტეგრირებული ბეტონის წარმოება, ტრანსპორტირება და მიწოდების სერვისის უზრუნველყოფა.
ინვესტიციის გამოყენება: შესყიდვები და კაპიტალური დანახარჯები ვერტიკალურად ინტეგრირებული ბეტონის წარმოების განვითარებისათვის.
ინვესტიციებით მიღებული შესაძლებლობები: დასავლეთ საქართველოში პირველი ვერტიკალურად ინტეგრირებული სამშენებლო მასალების მსხვილი მწარმოებელი კომპანია, რომელიც ნერგავს წარმოებაში თანამედროვე აღჭურვილობას და საერთაშორისო სტანდარტებს. კომპანია დააკმაყოფილებს ფოთის პორტისა და სხვა პროექტების მზარდ მოთხოვნილებებს.  
ვებ გვერდი: www.primeconcrete.ge

პიუნიკი
საქმიანობა: კომპლექსური მეფრინველეობა.
ინვესტიციის გამოყენება: დანადგარების და სადედე ქათმების შესყიდვა, სამუშაო კაპიტალის გაზრდა.  
ინვესტიციებით მიღებული შესაძლებლობები: კომპანია, რომელიც იყო მცირე იმპორტიორი, გარდაიქმნა მსხვილ საწარმოდ, რომლის საქმიანობის სფერო მოიცავს საინკუბაციო კვერცხის წარმოებას, ინკუბატორის მუშაობას და ფრინველის საკვების წარმოებას. კომპანია მცირე ოდენობით იმპორტს ახდენს სომხეთიდან და უკვე მზადაა საქართველოს მზარდი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
ვებ გვერდი: შექმნის პროცესშია

თეთნულდი
საქმიანობა: ეკოტურისტული სასტუმრო.
ინვესტიციის გამოყენება: მშენებლობა და სამუშაო კაპიტალი (დამწყები ბიზნესი).
ინვესტიციებით მიღებული შესაძლებლობები: პირველი მსხვილი ინვესტიცია სვანეთის ტურიზმში, საქართველოში ერთ-ერთი ძლიერი ტურისტული რესურსი, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს კომფორტულ განთავსებას და სრულ ტურისტულ მომსახურებას.
ვებ გვერდი: www.tetnuldi.ge

ბაზი
საქმიანობა: კონცენტრატების და კონსერვის წარმოება.
ინვესტიციის გამოყენება: კაპიტალური დანახარჯებისა და საბრუნავი კაპიტალის დაფინანსება კომპანიის საქმიანობის გაფართოებისათვის.  
ინვესტიციებით მიღებული შესაძლებლობები: საქართველოს რეგიონებში ძლიერი  სადისტრიბუციო ქსელის მქონე კონსერვისა და კონცენტრატების საწარმო ხელს უწყობს კონკურენციის გაძლიერებას და მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილბას ასორტიმენტის გაფართოების და ახალი ბიზნეს-ხაზების შექმნის გზით. საბრუნავი კაპიტალის დაფინანსების შედეგად კომპანია გააძლიერებს კავშირებს ადგილობრივ ფერმერებთან ნედლეულის შესყიდვის მიზნით. 

ვებ გვერდი: www.bazi.ge

რჩეული
საქმიანობა: ქართული სასტუმროების ქსელი.
ინვესტიციის გამოყენება: სასტუმროების მშენებლობა. ინვესტიციებით მიღებული შესაძლებლობები: პირველი კომპანია, რომელმაც მოახერხა სასტუმროების ქსელის ჩამოყალიბება თბილისის ფარგლებს გარეთ. სასტუმროების ქსელი უზრუნველყოფს მომხმარებელთა კომფორტულ განთავსებას საქართველოს რეგიონულ ცენტრებში. 
ვებ გვერდი: www.rcheuli.ge

დოგანი
საქმიანობა: კომბინირებული საკვების წარმოება.
ინვესტიციის გამოყენება: დანადგარების შეძენა, ქარხნის ტექნიკური გადაიარაღება და სამუშაო კაპიტალი.
ინვესტიციებით მიღებული შესაძლებლობები: კომბინირებული და ექსტრუდირებული (დაპრესილი) საკვების მწარმოებელი, რომელსაც ეძლევა შესაძლებლობა გაზარდოს თავისი გაყიდვები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. დღეს-დღეისობით კომპანია ექსტრუდირებული (დაპრესილი) საკვების (თევზის და შინაური ცხოველის საკვები) ერთადერთი მწარმოებელია კავკასიაში.
ვებ გვერდი: შექმნის პროცესშია.

დელტა კომი
საქმიანობა: ოპტიკურ - ბოჭკოვანი საკაბელო ინტერნეტის ინფრასტრუქტურის განვითარება.
ინვესტიციის გამოყენება: დანადგარების შეძენა ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, სამუშაო კაპიტალი.
ინვესტიციებით მიღებული შესაძლებლობები: უნდა შეიქმნას პირველი ოპტიკურ - ბოჭკოვანი ქსელი, რომელიც დაფარავს საქართველოს მთელ ტერიტორიას. კომპანია მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს ინტერნეტის სერვის-პროვაიდერებს და საქართველოში არსებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიებს.
ვებ გვერდი: www.delta-comm.ge

ეკოპექსი
საქმიანობა: თხილის წარმოება / ექსპორტი.
ინვესტიციის გამოყენება: თხილის პლანტაციების და დანადგარების შესყიდვა წარმოებისთვის, სამუშაო კაპიტალი.
ინვესტიციებით მიღებული შესაძლებლობები: მცირე, მაგრამ ტექნიკურად მოქნილი კომპანიის ჩამოყალიბება, რომელიც შეძლებს ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების წინასწარ გაფორმებას, რაც საშუალებას მისცემს კომპანიას გაზარდოს საწარმო საშუალებები და თავისი ადგილი დაიკავოს მსოფლიო ბაზარზე.
ვებ გვერდი: შექმნის პროცესშია

დოკი
საქმიანობა: საცხოვრებელი და კომერციული ფართებისთვის სარემონტო და სამშენებლო მასალებით საცალო და საბითუმო ვაჭრობა.
ინვესტიციის გამოყენება: საბრუნავი კაპიტალი.
ინვესტიციებით მიღებული შესაძლებლობები: არსებული საქმიანობის გაფართოება პროდუქციის ფართო სპექტრის შემოთვაზებისთის, სამშენებლო მასალების მრავალფეროვანი ასორტიმენტის მქონე მაღაზიების უპირატესობის გამოყენება, საწყობის ამუშავება არსებული მარაგების  ზუსტი და დროული აღრიცხვის პირობებში. 

ვებ გვერდი: www.doki.ge

იოლი გასტრონომია
საქმიანობა:სუპერმარკეტების ქსელი
ინვესტიციის გამოყენება: კაპიტალის გამოყენება სუპერმარკეტების ქსელის გაფართოვებისათვის ინვესტიციებით მიღებული შესაძლებლობები: ძლიერი ქსელური საცალო გამყიდველი თბილისში, რომელსაც აქვს შესაძლებლობა ახალი მართველი გუნდის საერთაშორისო გამოცდილების საშუალებით დაიკავოს ორგანიზებული საცალო ვაჭრობის ბაზრის სეგმენტი და გახდეს წამყვანი სუპერმარკეტების ქსელი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე
ვებ გვერდი: შექმნის პროცესში

ტერემOK ჯგუფი
საქმიანობა: სწრაფი კვების რესტორნების ქსელი
ინვესტიციის გამოყენება: კაპიტალდაბანდება, საბრუნავი კაპიტალი და მარკეტინგი ინვესტიციებით მიღებული შესაძლებლობები: კომპანია არის მიმართული იმისათვის, რომ დაიმკვიდროს ადგილი როგორც მაღალი ხარისხის სწრაფი მომსახურების რესტორნების ქსელი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე
ვებ გვერდი: www.teremok.ge



რიწეულა ჰესი
საქმიანობა: მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურში ელექტროენერგიის წარმოება.
ინვესტიციის გამოყენება: კაპიტალდაბანდება არსებული სიმძლავრეების გაზრდისათვის.
ინვესტიციებით მიღებული შესაძლებლობები: პროექტი გამიზნულია საქართველოს თბოენერგიაზე დამოკიდებულების შემცირებისათვის და ადგილობრივი ელექტროსისტემის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისათვის კავკასიასა და თურქეთში ერთიანი ქსელის შექმნის გზით.
ვებ გვერდი: არ არსებობს
 

BIG
საქმიანობა: მიკრო-საკრედიტო ორგანიზაცია
ინვესტიციის გამოყენება: საბრუნავი კაპიტალის დაფინანსება მომხმარებელთა ფინანსური ოპერაციების გაფართოების მიზნით.
ინვესტიციებით მიღებული შესაძლებლობები: ინვესტიცია დამტკიცებულია ფინანსური ბაზრის გადაფარვისთვის ერთ-ერთი ძლიერი მიკროსაფინანსო კომპანიის მხარდაჭერის გზით საქართველოს რეგიონებში დაბალი შემოსავლების მქონე მოხმარებელთა დაფინანსების მიზნით. პროექტის დამატებითი მნიშვნელოვანი ეფექტი  შესაძლოა გამოიხატოს სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგიონებში მათი საქმიანობის გაფართოებით დაინტერესებაში. ეს კი წაახალისებს კონკურენციას და გააუმჯობესებს შემოთავაზებული პროდუქტის ხარისხს.
ვებ გვერდი: შექმნის პროცესში

ა-ნეტი
საქმიანობა: ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელი
ინვესტიციის გამოყენება: კაპიტალური დანახარჯების დაფინანსება ბათუმში ოპტიკურ - ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელის შექნის მიზნით.
ინვესტიციებით მიღებული შესაძლებლობები: პროექტი ხელს შეუწყობს ინოვაცური FTTH ტექნოლოგიების გამოყენებას სწრაფი ინტერნეტით იმ მომხმარებელთა უზრუნველსაყოფად, ვისაც არ აქვს ან აქვს ლიმიტირებული წვდომა ინტერნეტთან. აგრეთვე სამომავლოდ განხორციელდება თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მომსახურების უზრუნველყოფა აჭარის სხვა რეგიონებშიც. ინვესტიცია უზრუნველყოფს კონკურენციის შექმნას რეგიონში, რომელიც ამჟამად სარგებლობს ადგილობრივი მონოპოლისტი კომპანიების მომსახურებით.
ვებ გვერდი: შექმნის პროცესშია